მთავარისიახლეებილელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ლელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

Published on

ლელო-ძლიერმა საქართველომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კოალიციის წევრმა, გიორგი სიორიძემ შეიტანა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში ლელო-ძლიერი საქართველოს სარჩელი შევიტანე, რომელიც იმ არადემოკრატიული ნორმების არაკონსტიტუციურობას ეხება, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო […] ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო დიქტატურად სრულად გაფორმდეს და ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია მოხდეს […] საკონსტიტუციო სასამართლოს იმის კომპეტენცია არ აქვს, რომ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს, საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი რამ არ წერია”. – თქვა სიორიძემ სარჩელის შეტანის შემდეგ.

პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებები III მოსმენით მიიღეს

ცნობისთვის, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომლის შეტანასაც ქართული ოცნება სასამართლოში, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს.

ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...