მთავარისიახლეებისაზოგადოებატიხანოვსკაია: გმირი ჟურნალისტების პატიმრობა დიქტატურის სირცხვილია

ტიხანოვსკაია: გმირი ჟურნალისტების პატიმრობა დიქტატურის სირცხვილია

Published on

ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოება სახაროვის პრემიით ძლიერი გზავნილია არა მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებისთვის, რომ თავისუფალი ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროპარლამენტმა დიქტატურებს აჩვენა, რომ გმირი ჟურნალისტების ციხეში ყოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის სირცხვილია, ხოლო საზოგადოებას შეახსენა, რომ მათი გათავისუფლება საერთო ბრძოლაა დემოკრატიისთვის.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ანდჟეიმ და მზიამ, ამ ორმა გმირმა რთდროულად მიიღო ეს ჯილდო. ეს არის ძლიერი გზავნილი ჟურნალისტებისთვის, რომ თავისუფალი ჟურნალისტიკა არ უნდა ისჯებოდეს, რადგან ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. ფაქტი, რომ ჩვენი ჟურნალისტები, გმირები, გისოსებს მიღმა არიან, რა თქმა უნდა, დიქტატურის სირცხვილია. ეს ასევე გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ უნდა გავხადოთ შესაძლებელი, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ჟურნალისტები და დანარჩენი პოლიტიკური პატიმრები ციხიდან. ასევე მესიჯია დიქტატორებისთვის. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით და არ დავნებდებით იმ მამაცი ადამიანებისთვის ბრძოლაში, ვინც ციხეში იმყოფებიან. ასევე მესიჯია ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან მთელი ერისთვის, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში და ხალხის გამარჯვება არის დემოკრატიის გამარჯვება. სადაც ჟურნალისტებს პატივს სცემენ, სადაც ჟურნალისტები ეკრანებსა და გაზეთებში არიან და არაა ციხეში, – თქვა ტიხანოვსკაიამ.

ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს („ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“) და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს.

პრემია დაარსებულია 1988 წელს და გადაეცემა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამორჩეულ წვლილს შეიტანენ.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...