მთავარისიახლეებიარცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ის 2 პარტაქტივია - კობახიძე სანაიასა და ციცქიშვილზე

არცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ის 2 პარტაქტივია – კობახიძე სანაიასა და ციცქიშვილზე

Published on

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებასა და მათთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

“არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. ეს 2 ადამიანი ჩვეულებრივი პარტაქტივია. ისინი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც პარტაქტივი.

რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა შესაბამისად ისჯება. 50 კაცით ქუჩა გადაკეტეს, ეს კანონდარღვევაა. მათი ეს სასჯელი ზეპროპორციულია, უაღრესად პროპორციული […] ისინი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივი და ისე არიან დაჭერილი, როგორც პარტაქტივისტები […] რომელი ჟურნალისტები ისინი არიან. პარტიულ ტელევიზიაში პარტაქტივი მუშაობს”. – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

აქციაზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, ვახო სანაიას 6-დღიანი, ქეთა ციცქიშვილს კი – 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...