მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია - საგარეო საქმეთა სამინისტრო

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველო მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მინისტერიალში საქართველო საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ამგვარ შეხვედრაზე ელჩის დონეზე მიწვევა გაუგებარია:

“დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას.

საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი” – ამბობენ საგარეო უწყებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა პლატფორმა X-ზე დაწერა და განმარტა, რომ საქართველო ელჩის დონეზე იქნებოდა მიწვეული.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...