მთავარისიახლეებისაგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი.

ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსსაგენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ფალსიოფიცირებული სასმელების დამზადება.

ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია” – ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასხელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...