მთავარისიახლეები76 წლის ასაკში მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

Published on

76 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა.

მენაბდე 1948 წელს დაიბადა. მისი ბებია დები იშხნელების ერთ-ერთ წევრი თამარ იშხნელი იყო. ადრეული ასაკიდან მღეროდა. 16 წლის ასაკში გახდა ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლის, რეროს წევრი.

მოგვიანებით გაემგზავრა რუსეთში, სადაც თეატრალური ხელოვნების აკადემიაში მიიღო განათლება.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მღეროდა მოსკოვში. მის რეპერტუარში შედიოდა ქართული, რუსული და ევროპული საესტრადო სიმღერები, რომანსები.

პოპულარობა მოიპოვა 1982 წელს, როდესაც მისი ნაწარმოებები და მუსიკალური ინტერპრეტაციები ლანა ღოღობერიძის 1982 წლის ფილმში დღეს ღამე უთენებია აჟღერდა. გარდა ამისა მუსიკოსი სურათში ერთ-ერთ როლს ასრულებდა.

1980-იან წლები მისი მუსიკალური შემოქმედების მწვერვალად ითვლება. მენაბდის შემოქმედება თანამედროვე და ხალხური მუსიკის ნაზავი იყო.

პარალელურად მუშაობდა მოსკოვში, იმპროვიზაციის თეატრში. 1986 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა მუსიკალურ საგმირო ეპოსში არსენას ლექსი.

სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ქართულ ალტერნატიულ ბენდებთან და მუსიკოსებთან: ჯგუფი შინ, ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...