მთავარისიახლეებისაზოგადოებამოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

Published on

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ წინა სხდომაზე, როდესაც რამდენიმე ადვოკატი ამბობდა დასკვნით სიტყვას, მის სახეზე ირონიული ღიმილი და მიმიკები იყო და მოუწოდა მსგავსი საქციელისგან თავი შეეკავებინა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.
ადვოკატი: თქვენს სახეზე ძალიან ხშირად ვხედავ ირონიულ ღიმილს და ძალიან ვღიზიანდები, მაგრამ პატივს ვცემ ჩემს პოზიციას, სინდისის პატიმრებს და არ მინდა ყველა ჯერზე თქვენი სახე დავაფიქსირო. თქვენ თქვით, რომ ვმუშაობთ ყველა. მე გითხარით, რომ თუ სასამართლო სრული დატვირთვით არ იმუშავებს, ჩვენ დავტოვებდით ამ სხდომას.ჩვენ გავალთ თუ არ გავალთ ამას არ აქვს პრობლემა. სად არის სახაზინო ადვოკატი სალომე არდოტელი? სად არის ესწრება სხდომას? ეგებ გამოჩნდეს? იქნებ რამის თქმა უნდათ სინდისის პატიმრებს?

მოსამართლე: დისტანციურად ერთვება

ადვოკატი: ვიცით, უკვე რასაც გააკეთებს სასამართლო, თქვენი ხელმძღვანელობით.. აქედან გამომდინარე, რადგან პატივს ვცემ სინდისის პატიმრებს და დამსწრე საზოგადოებას, რომელიც დარბაზშია, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ დარბაზი უნდა დაგვეტოვებინა, ჩვენ ვრჩებით დარბაზში, მაგრამ სირცხვილი თქვენ.

მოსამართლე: შეურაცხმყოფელი ხომ არაა მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლოს კონტექსტში?

ადვოკატი: შეურაცხმყოფელი ეს არ არის, როცა წინა სხდომაზე რამდენიმე ადვოკატი ამბობდა დასკვნით სიტყვას, თქვენს სახეზე ირონიული ღიმილი, მიმიკები…მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სახე და ირონიული ღიმილი ნუ იქნება თქვენს სახეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ

მოსამართლე: უხერხულია, ის რომ მოსამართლის სახე არ მოგწონთ, მსგავსი კომენტარის გაკეთების უფლებას ,ეს არ გაძლევთ.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...