მთავარისიახლეებიანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება

ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება

Published on

სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ჩეჩინის მეორე ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ.

ამის შემდეგ კი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს მიმართა, ისარგებლებდა თუ არა საბოლოო სიტყვით, რის საპასუხოდაც ცეჩინმა უთხრა, რომ სიტყვა მომზადებული აქვს, უბრალოდ მისი წაკითხვას სურს არა რუსულ, არამედ ინგლისურ ენაზე, რის გამოც სასამრთლოში ახალი თარჯიმნის გამოძახება გახდა საჭირო, სწორედ ამიტომ, მოსამართლემ თქვა, რომ სხდომას გადადებს.

ჯვებე ნაჭყებიამ შემდეგი სხდომა 2 სექტემბერს 10:30-ზე ჩანიშნა, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს და ამ დღეს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით სინდისის პატიმარი.
რაც შეეხება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, დარია სამოდუროვამ დღეს სასმართლოს უთხრა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ჩეჩინი პროტესტში, „ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ და პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.

ადვოკატმა ასევე გაიხსენა ანტონ ჩეჩინის დაკავების ეპიზოდიც, როდესაც მას დილით ადრე სახლიდან გამოსულს და სამსახურისკენ მიმავალს დახვდნენ.

ჩეჩინი დააკავეს საქართველოში აქციებში მონაწილეობის გამო. ვიღაც X პიროვნებამ გადაწყვიტა რომ აქვს უფლება განსაზღვროს ადამიანის ბედი. შეიძლება ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ როგორ დავახასიათო ის ფაქტი რომ 26 წლის ახალგაზრდა ბიჭს უდებენ ნარკოტიკს, „უკერავენ“ საქმეს და რადიკალურად უცვლიან ცხოვრებას. 8 თვე და 24 დღე ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭი ვიღაც X პიროვნების ნების შესაბამისად იმყოფება გისოსებს მიღმა. რის გამო? იმის გამო რომ არ სურდა დიქტატურაში ცხოვრება?! იმის გამო რომ სამსახურის მერე თავისუფალ დროს არა გართობას, არამედ ჩემი, თქვენი და სრულიად ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას ახარჯავდა? იმისთვის დაისაჯა რომ პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი და არ შეუშინდა პროტესტის გამოხატვას?
ამჯერად, ანტონ ჩეჩინის მომავალი ცხოვრება არა ვინმე X პიროვნების ხელში, არამედ თქვენს ხელშია ბატონო მოსამართლე. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორც ანტონ ჩეჩინის ბედი, ისე მართლმსაჯულების ბედიც”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...