მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი: „პუტინი მხოლოდ ძალას აღიარებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“

ზელენსკი: „პუტინი მხოლოდ ძალას აღიარებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებაა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი მშვიდობაზე არ ფიქრობს და მხოლოდ ძალას აღიარებს, რასაც უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული ბოლო მასიური შეტევებიც ადასტურებს.

„ეს ომი უნდა დასრულდეს. უნდა მოხდეს მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რადგან პუტინი არაფერს აღიარებს ძალისა და ზეწოლის გარდა. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად,“ — აღნიშნა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა პარალელურად დიპლომატიურ ძალისხმევასაც არ ამცირებს: მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პარტნიორებთან, რათა შედგეს რეალური მოლაპარაკებები, რომლებიც მშვიდობასთან დააახლოებს.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში მუშაობენ როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ისე სამხედრო ხელმძღვანელობა – მთავარსარდალი და გენერალური შტაბი.

„ყოველი ახალი დღე ამატებს უკრაინის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონტურებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...