მთავარისიახლეებიკონფლიქტებირას ითხოვს პუტინი ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ - მოთხოვნათა სიას REUTERS აქვეყნებს

რას ითხოვს პუტინი ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ – მოთხოვნათა სიას REUTERS აქვეყნებს

Published on

„როიტერი“ ალასკის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს;
ყირიმი აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციად;
რუსეთი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს;
რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს;
უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს;
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას;
რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.
ამ მოთხოვნებს ტრამპი ზელენსკის ორშაბათს, ვაშინგტონში წარუდგენს.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...