მთავარისიახლეებიკონფლიქტები"პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ..." - პუტინმა გუნბას დაბადების დღე მიულოცა

“პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ…” – პუტინმა გუნბას დაბადების დღე მიულოცა

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ! გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებას სახელმწიფო საქმიანობაში.

ჩვენმა შეხვედრებმა მოსკოვში, რომლებიც მარტსა და მაისში გაიმართა, რუსულ-აფხაზური ურთიერთობების მეგობრული, სამოკავშირეო ხასიათი დაადასტურეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას აქტუალურ საკითხებში, რაც ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება“, – წერს ვლადიმერ პუტინი.

სოხუმელ კოლეგას დაბადების დღე ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმაც მოულოცა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...