მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Published on

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

დღევანდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

“რაც გინდათ გამოცხადდეს, ვხვდებით ამაყად, ტაშით”
ანატოლი გიგაურის სიტყვა პროცესამდე.
“ჩემი უფლებები ირღვეოდა, მე შველას ვითხოვდი. აგრძელებს”
“დაზარალებულად მოიყვანეს კაცი, რომელმაც მაწამა”
“მე გაჩვენეთ კადრები როგორ მირტყამენ სახეში”
“ვიბრძოლებ ბოლომდე!”
“ჩემმა მეგობრებმა მაგალითი მაჩვენეს”
“ეხლა თქვენ ხართ სათავეში, მაგრამ ცხოვრება დიდია”. – თქვა მან პროცესზე.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...