მთავარისიახლეებისაია-საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციაზე

საია-საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციაზე

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 17 ივლისს სასამართლო პროცესზე მოწმე გდდ-ს თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩაფხუტების დანომვრასთან დაკავშირებით განცხადებით ეხმაურება.

აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე 17 ივლისს ბრალდების მხარის მოწმეებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (‘გდდ’) თანამშრომლებმა, ლაშა გელაშვილმა და გიორგი გობრონიძემ, განაცხადეს, რომ გდდ-ს ჩაფხუტებზე მითითებული იყო საიდენტიფიკაციო ნომრები. გიორგი გობრონიძემ ასევე მიუთითა, რომ ნომერი ჩაფხუტის უკანა მხარეს იყო მითითებული.

“თუ ჩავთლით, რომ გდდ-ს თანამშრომლებს მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა აღჭურვილობაზე გაკეთებული აქვთ ისეთი ზომით/ფორმით ან ისეთ ადგილას, სადაც იგი ხილული არ არის გარეშე პირისთვის, ასეთი ფორმით საიდენტიფიკაციო ნომრების მითითება ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ გატარებულ ეფექტიან პრევენციულ ზომად, რადგანაც იგი ვერ უზრუნველყოფს დამნაშავე პირების ამოცნობას, რაც სპეცრაზმელთა ფორმებზე მსგავსი ნიშნების დატანის მთავარი მიზანი უნდა იყოს.

თუ კი დავუშვებთ, რომ გდდ-ს ზოგიერთი დანაყოფი ატარებს ამომცნობ ნიშნებს, ზოგიერთი კი – არა, გაურკვეველი ხდება, რატომ არ აღუნიშნავთ ეს აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სახალხო დამცველს ან/და შსს-ს და რატომ არ შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს ზემოთ განხილული წერილი.

ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, უცნობია, რას გულისხმობდნენ სასამართლო პროცესზე ბრადების მხარის მოწმეები, როდესაც ჩაფხუტის დანომვრაზე მიუთითებდნენ. კითხივის ნიშნებს აჩენს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მიერ აქამდე გაკეთებულ განმარტებებს”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

საია-ს თანახმად, მნიშვნელოვანია, გენერალურმა პროკურატურამ, როგორც უწყებამ, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ, 2025 წლის 01 ივლისიდან, უნდა იძიებდეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის, აქციების კონტექსტში, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...