კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას, რომელიც ეხებოდა, მათ შორის, საქართველოს.
გუშინ ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ბრძოლის, საერთო ბრძოლის შედეგია, რომ ერთ-ერთი ცენტრალური განხილვის საგანი იყო სწორედ საქართველო – დემოკრატიული უკუსვლა და ის გამოწვევები, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას.
სწორედ ჩვენი საერთო ბრძოლის ჩვენი მოქალაქეების ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც მოვისმინეთ ჩვენ კაია კალასისგან, რომ ევროპამ მიმართა ქართულ ოცნებას კონკრეტული 8 მოთხოვნით იმისათვის, რომ საერთოდ შესაძლებელი იყოს ურთიერთობების გაგრძელება.
ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ითქვა გუშინ, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამასთანავე, ვარწმუნებ ყველას, ეს არის ის მოთხოვნები, რისთვისაც ჩვენი თანამოქალაქეები იბრძვიან რუსთაველზე.
ეს არის გზავნილი, ამ ბრძოლაში ჩვენ არ ვართ მარტო და მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საგარეო მინისტრები სწორედ იგივე მოთხოვნებს უყენებენ ქართულ ოცნებას.
გუშინ ასევე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ ქართული ოცნების პირობებში სწორედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლითაა მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყელა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რომლებიც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ეს მონაპოვარი დავიცვათ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში. იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, ამ რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი.
19-ში, შაბათს, 19:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თსუ-სთან აქციაზე, რომელიც სწორედ ამ დიდ წინააღმდეგობის ამოცანებს ემსახურება.
განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.