მთავარისიახლეებისაზოგადოებათითქმის არავინ ჰყავს, დარჩა მხოლოდ სოფელი... სოფელი იტირებს დათოს - თბილისში დაღუპული...

თითქმის არავინ ჰყავს, დარჩა მხოლოდ სოფელი… სოფელი იტირებს დათოს – თბილისში დაღუპული დათო ბართიას მეზობელი

Published on

ჟურნალისტი დალი ბჟალავა თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რა დროსაც შენობის ნაწილის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი მათგანი დავით ბართიაა, რომელიც დალი ბჟალავას მეზობელია. ჟურნალისტი მასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

“ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია.. -ჩემი მეზობელი, დავით ბართია.
ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია… დღეს ეს სიტყვები თითქოს ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა ჩვენს რეალობაში.
ციფრებს უკან კი ადამიანები დგანან… ისტორიები… ტკივილი… სიცოცხლეები, რომლებიც აღარასდროს გაგრძელდება.

ამ ტრაგედიის უკან გაუბედურებული ოჯახებია… ის ოჯახები, სადაც დილით უვნებელი გავიდა ვიღაც სახლიდან, ჩვეულებრივი დღის საყიდლებზე, და ვეღარ დაბრუნდა…

ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია… -ასეთი იყო ჩემი დღის ბოლო ნიუსი
ჩემი მეზობელი, დავით ბართია – სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
ის ჩვეულებრივი გამვლელი იყო, რომელიც სიხარულით გულანთებული გამოვიდა იმ დღეს, სახლიდან…

როგორც თქვეს დათოს, სამი დღის წინ ბინა შეუძენია. ხომ წარმოგიდგენიათ,რამხელა სიხარულით და ბედიერებით სავსე მიიჩქაროდა საყიდლებზე – გეგმებით, ოცნებებით და ვერაფრით წარმოიდგენდა რა ელოდა. სად ეცალა მას ახლა სიკვდილისთვის?!
იმ დღეს ის ახალ ბინაში უნდა დაბრუნებულიყო — ახალი ცხოვრების დასაწყებად…
ბედნიერებით სავსე… მაგრამ ვეღარ დაბრუნდა.

დათო, ახლად ნაყიდ სახლში უნდა დაბრუნებულიყო იმ დღეს – ახალ ცხოვრებაზე, ოცნებით სავსე და თავის ახალ სახლში ბედნიერი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა.
არ ვიცი, ვინ დგას დათო ბართიას ტრაგედიის უკან. მაგრამ ვიცი – დათოს აღარავინ ელოდება სოფლის სახლში.
ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით.
ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს.
ორივე ისინი დიდი ხანია იმ სამყაროში არიან.

როგორი სამწუხარო და სულის შემძვრელია, რომ ასე ნაადრევად და ტრაგიკულად დათოც იმ გზას დაადგა…
მას თითქმის არავინ ჰყავს… (ოჯახის წევრებს ვგულისხმობ)
დარჩა მხოლოდ სოფელი — დათოს მონატრებული სოფელი… 🌾
და ახლა მთელი სოფელი ელოდება დათოს.
სოფელი, სადაც ყოველი ეზოდან ნამტირალევი ხალხი გამოდის…

სოფელი, სადაც დათო ყველას ახსოვს – ბავშვობიდან, პატარა ქერათმიანი, ხუჭუჭა ბიჭი… ვისაც ოდესღაც ხელში აყვავანილი დაჰყავდათ…
დათოსთვის იქ ყველაფერი მშობლიურია, იქ მისი ბავშვობაა, იცის, რომ იქ ყველას უყვარს და ყველას ტკივა მისი ტკივილი.
მის მოლოდინში ახლა იქ მდუმარება იქნება ისეთი, რომ ფოთლების შრიალიც კი ტკივილივით გაისმება.

სოფელი იტირებს დათოს ისე, როგორც საკუთარ შვილს — გულით, მთელი ტკივილით… დათოს სული ალბათ იგრძნობს — რომ არ დარჩენილა მარტო…
სოფელი გახდა მისი უკანასკნელი ოჯახი…
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი”, – წერს დალი ბჟალავა.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...