მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე - ნუცა...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

Published on

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა “კაციჭამია ნაცებმა ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს, კაცმა თუ არ იცოდა, ვერც მიხვდებოდა, ციხეში რომ იყო, რადგან მამამისის პანაშვიდზე მიჰყავდათ და მთელი დღე იქ იდგა. ნუცა ირაკლი ბათიაშვილის შვილია:

სტატუსის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ირაკლი ბათიაშვილისგან განსხვავებით, უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე დედის სამძიმარზე სულ 20 წუთით მიიყვანეს და ისიც, აბსოლუტურად უმსგავსო ფორმით.

“20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ.
ძალიან არ მინდა ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.

ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეირაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, თუ არ იცოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა.

რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ესეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირლობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის.
მარა მაინც ნაციქოციერთია, ხო..”, – წერს ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...