ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“ პარტიის წარმომადგენლები მემორანდუმზე ხელი უკვე მოაწერეს.
დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია ერთობლივი მოქმედებების და კოორდინაციის საკითხები. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ორ ოპოზიციურ პარტიას თვითმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, საერთო კანდიდატები ეყოლება.
ქვეყანაში გვაქვს სეროზული კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სახელმწიფოს მართვის და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა, ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პარტია და “ლელო ძლიერი საქართველო“ აცხადებას შეთანხმებას, მემორანდუმის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმებას ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ პროცესის, ეს პირიქთ, მასთაბური პროტესტის გაშლის და ბრზოლის დამატებითი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია. სამწუხაროდ, “ოცნებას“ ქვეყანაში ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იჩენს თითოეულთან მისვლა, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ „ოცნება“ ანტიეროცვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი ძალაა, რომელიც უნდა იყოს ოპოზიციაში და არჩევნები ამის ერთ-ერთი გზაა. ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან თუ ცალკეულ ინდივიდებთან თანამშრომლობისთვის, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.