მთავარისიახლეებიამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ გაამართლა. მისივე თქმით, უკრაინა გააგრძელებს ყველაფრის კეთებას, რათა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან და გენშტაბის უფროსთან, ანდრეი გნატოვთან ერთად პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის მიმართულებებსა და სუმის სასაზღვრო ტერიტორიებში მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

“მტრის მხრიდან იერიშის განვითარების განზრახვასა და მცდელობებს ვხედავთ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დანაყოფების გამძლეობისა და აქტიური თავდაცვის წყალობით ყოველი ასეთი მცდელობა წარუმატებელია.

რუსული არმია მისი მეთაურობის მოლოდინებს ამ ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ჩვენი დანაყოფები ოკუპანტის განადგურებას გააგრძელებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ომი რუსულ ტერიტორიაზე გადავიდეს. ჩვენს ახალ შორი მანძილის იერიშებს ვამზადებთ.

ასევე უცვლელად უხეშად ვუპასუხებთ ყოველ რუსულ თავდასხმას უკრაინელებზე. კერძოდ, მთავარსარდალმა მოხსენება ჩამაბარა იმ რუსი მკვლელების საკმაოდ სამართლიანი განადგურების შესახებ, რომლებმაც ხერსონის ოლქში ერთი წლის ბიჭს სიცოცხლე წაართვეს”. – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, გასულ თვეში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობდა, რომ რუსეთის იერიში დასუსტებულია.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...