მთავარისიახლეებისპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

Published on

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა გელა გელაძემ ისაუბრა.

გელაძის თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ასევე მათი პირადი ა საცხოვრებელის ახლებსი ჩხრეკსი შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ალფა პვპ, სუბოქსინი.

როგორ გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორია.

გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას; ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში.

ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.

ამ დანაშაულების ჩადენისთვის, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.

აქვე, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითაც ჩვენ უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან“, – განაცხადა გელაძემ.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...