მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

Published on

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესზე დღეს შსს-ს თანამშრომელი მზია ცერაძე და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, “თბილსერვის” ჯგუფის წარმომადგენელი იოსებ მამადაშვილი გამოიკითხნენ.

შსს- წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული, “შკოდას” ტიპის ავტომობილი დაზიანდა, თუმცა მას კონკრეტულად არცერთი ბრალდებულისთის ხელი არ დაუდია და არ უთქვამს, რომ რომელიმე სინდისის პატიმარმა დააზიანა ავტომობილი.

არ ვიცი უშუალოდ ვინ დააზიანა პოლიციის მანქანები, სასამართლო თუ დაადგენს, რომ მათ არ დაუზიანებიათ მე პრეტენზია არ მექნება, თუ დაადგენენ, შემდეგ მექნება პრეტენზია – თქვა მზია ცერაძემ.

რაც შეეხება “თბილსერვის” ჯგუფის წარმომადგენელს, იოსებ მამადაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ ტელევიზიით ნახა, როგორ დაზიანდა ურნები აქციაზე, თუმცა ვის მიერ დაზიანდა აღნიშნული ურნები, მოწმემ ვერ თქვა და მანაც, წინა მოწმის მსგავსად, ხელი ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ დაადო.

მოწმე: ყველაფერი ტელევიზიით ვნახე და შემდეგ გავედი რუსთაველზე

ადვოკატი: მტკიცებულებები გადაყარეთ?”

მოწმე: დაზიანებული და დამწვარი ურნები ნაგავში გადაიყარა, ნაწილი ცალკე იყრებოდა, ნაწილი ცალკე ნაგვის პოლიგონზე და როგორც ვიცი ასულები იყვნენ კიდეც გამომძიებლები

ადვოკატი: თქვენი თვალით ნახეთ რომ ადამიანებმა დააზიანეს თქვენი ურნები??

მოწმე: არა.

ადვოკატი: ამ ადამიანებთან პრეტენზია გაქვთ?

მოწმე: არა.

ადვოკატების თქმით, უკვე პროკურატურის მოწმეები ერთმანეთის მიყოლებით იკითხებიან, თუმცა ვერც ერთი სინდისის პატიმრებს ხელს ვერ ადებს და მათ ბრალეულობაზე ვერ უთითებს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მეორე იყო შსს-ს თანამშრომელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ შსს-ს შემთვევაში, დაზიანდა მათი ავტომობილები, თუმცა რა ვითარებაში დაზიანდა, ვინ დააზიანა, არ იციან და ანალოგიურად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმაც იგივე განაცხადა, რომ არ იცის, რა ვითარებაში დაზიანდა და ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეების მიერ იქნა დაზიანებული ეს საგნები, თუმცა კონკრეტულად ამ ბრალდებულებს ხელს ვერავინ ვერ ადებს. ზოგადად, ტელევიზიებიდან (სამთავრობო) აქვთ შექმნილი შთაბეჭდილება, რომ რადგან ტელევიზიაში გავრცელდა რომ აქტივისტებმა დააზიანეს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ნამდვილად აქტივისტებმა დააზიანებს, თუმცა ,კონკრეტულად ამ ბრალდებულებთან მითითება არ აქვთ”, – ამბობს ადვოკატი.

პროკურატურამ დღეს სხდომაზე დასაკითხი მოწმეებიდან მხოლოდ ორი წარმოადგინა, რასაც დაცვის მხარის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატ, ლაშა ცუცქირიძის თქმით, პროკურატურამ ვერ უზრუნველყო მოწმეების მობილიზება, რის გამოც დღე გაცდა.

დაიწყოს პროკურორმა კომუნიკაცია ახლავე მოწმეებთან და ჩვენ დაველოდებით ერთი საათი და მეტიც კი”, – თქვა სასამართლოზე ადვოკატი.

მისი პოზიცია გაიზიარა მოსამართლემაც. ნინო გალუსტაშვილს პროკურორებს უთხრა, თუ არის შესაძლებლობა დაელოდონ და გამოიძახონ მოწმეები, რაზეც ვაჟა თოდუას პასუხი იყო: “ყოფილა შემთხვევები 6-7 მოწმე გვყოლია, მაგრამ ვერ მოგვისწრია დაკითხვა და ახლა მეტის მოყვანა ვერ შევძელი”.

საბოლოოდ სხდომაზე სხვა მოწმეების გამოძახება ვერ მოხდა.

სინდისის პატიმრების საქმეზე შემდეგი სხდომა მოსამართლემ 11 ივლისს ჩანიშნა. დღევანდელ პროცესს ისევ არ ესწრებოდა პატიმარი რეზო კიკნაძე. ის ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გააძევა და ადვოკატის თქმით, სინდისის პატიმარს, სავარაუდოდ, არც 11 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე მისცემს სხდომაზე დასწრების უფლებას.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...