მთავარისიახლეებიროგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

Published on

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი გამოყენება აქვს და პსპ-ს აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ასპირინში შემავალი აქტიური ნივთიერება, აცეტილსალიცილის მჟავა, ციკლოოქსიგენაზას (COX) ფერმენტების, განსაკუთრებით COX-1-ისა და COX-2-ის ინჰიბირებით ხასიათდება. აღნიშნული ფერმენტები წარმოქმნიან პროსტაგლანდინებს, რომლებიც ანთებაზე, ტკივილსა და ცხელებაზეა პასუხისმგებელი.

ფერმენტების ბლოკირებითა და პროსტაგლანდინების წარმოების შემცირებით, ასპირინი ეფექტიანად აღმოფხვრის სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპება, ცხელება და ტკივილი.

მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ კბილის, ყელის, თავის, მენსტრუალური, კუნთებისა და სახსრების ტკივილთან გასამკლავებლად. ის ასევე დაგეხმარებათ ზურგის ტკივილის სიმპტომურ შემსუბუქებაში.

სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

ასპირინი ფართოდ არის ცნობილი მისი როლით გულის შეტევისა და ინსულტის რისკის შემცირებაში. ის მოქმედებს როგორც ანტითრომბოციტული აგენტი. იგი ხელს უშლის სისხლის უჯრედების, თრომბოციტების შეკუმშვას და თრომბის წარმოქმნას.

ასპირინში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა ამას აკეთებს COX-1-ის შეუქცევად ინჰიბირებით, თრომბოქსან A2-ის გამომუშავების შემცირებით – ეს არის მოლეკულა, რომელიც თრომბოციტების აგრეგაციას უწყობს ხელს.

აღნიშნული თვისების გამო ასპირინის დაბალი დოზა ეფექტიანია თრომბის თავიდან ასაცილებლად. ცნობისთვის, თრომბმა შეიძლება გულისა და ტვინისკენ მიმავალი არტერიები დაბლოკოს და მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

სიცხის დამწევი მოქმედება

ამ ყოველივეს გარდა, ასპირინს სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს. პრეპარატს ტემპერატურის დასტაბილურებაში COX-ის ინჰიბირების უნარი ეხმარება. ის გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსზე, თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც სხეულის ტემპერატურას არეგულირებს და სიცხის დროს მის გაგრილებას უწყობს ხელს.

რა შემთხვევაში როგორი დოზებით გამოვიყენოთ ასპირინი?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ასპირინი 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისა და მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი.

სუსტი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის, ასევე ცხელების დროს რეკომენდებულია, 0,5-1გ დოზა ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში. სადღეღამისო დოზა 3გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ტაბლეტების მიღებას შორის ინტერვალი მინიმუმ 4 საათს უნდა შეადგენდეს.

სიცხის დამწევ საშუალებად გამოყენებისას, მკურნალობის კურსი მაქსიმუმ 3 დღეს მოიცავს, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოყენებისას კი არ არის რეკომენდებული წამლის 5 დღეზე ხანგრძლივად გამოყენება.

ასპირინის შუშხუნა ტაბლეტები, ასპირინი C, რომლებიც ამავე პრობლემების წინააღმდეგ გამოიყენება, ერთჯერადად 1-2 ცალია რეკომენდებული. დღე-ღამეში 6 ტაბლეტზე მეტი არ გამოიყენოთ, გარდა ამისა, ისინი 4-8-საათიანი ინტერვალით უნდა მიიღოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 დღეს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა ექიმმა, მდგომარეობის შეფასების შემდეგ, შესაძლოა, განსხვავებული მითითება მოგცეთ.

არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის

პროფილაქტიკის მზინით იყენებენ ასპირინი კარდიოს. რეკომენდებული დოზა დღეში 100-300 მგ-ს შეადგენს.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში ასპირინი კარდიო დღეში 100 მგ დოზირებით არის რეკომენდებული. განმეორებითი ინფარქტის თავიდან არიდების მიზნით კი პრეპარატი დღეში 300 მგ დოზირებით ინიშნება.

კორონარული თრომბოზისა და შაკიკის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზა დღეში 100-200 მგ-ს ან ყოველ მეორე დღეს 300 მგ-ს შეადგენს.
თქვენ გაგზავნეთ

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...