პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში თავად წერს.
კორძაია ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მისვლას აპირებს – “ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან”.
სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი.
განაჩენი პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან”, – წერს ალბი კორძაია.
28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო, სადაც ის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! […] ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, მოსამართლემ გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.