კვირას, 15 ივნისს, 18:00 საათზე, უწყვეტი 200-დღიანი პროტესტის ფარგლებში, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
“200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის – ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა.
სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების.გამოდი და თქვი – ხალხი წყვეტს!
მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას!
„პარლამენტმა“ და „მთავრობამ“ დათმოს მიტაცებული ძალაუფლება!
გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.