მთავარისიახლეებიკონფლიქტებივაგონების ღიობებიდან აფრენილი დრონებით უკრაინელებმა ამჯერად ჯავშანტექნიკის ეშელონი დაბომბეს

ვაგონების ღიობებიდან აფრენილი დრონებით უკრაინელებმა ამჯერად ჯავშანტექნიკის ეშელონი დაბომბეს

Published on

უკრაინის სპეცსამსახურებმა მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც არაოფიციალურად უკვე შეერქვა “აბლაბუდა-2”: მარცვლეულიოს ვაგნების ღიობებიდან გამოფრენილმა დრონებმა დაბომბეს ჯავშანტექნიკის ეშელონი, რომლითაც უკრაინაში საბრძოლო ტექნიკა გადაჰქონდათ. დამწვარია ათეულობით ტანკი, ჯავშანტრანსპორტტიორი ჯავშანმანქანები და სხვა საბრძოლო ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე გაჩენილი ხანძრის კერები ჩანს ნასა-ს ხანძრების რუკაზეც.

უკრაინულ მხარეს ამ შეტევის დამადასტურებელი განცხადება სტატიის გამოქვეყნების დრისთვის, ანუ ღამის სამ საათზე ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული. სავარაუდოდ, განცხადება სამშაბათამდე გაკეთდება.

თუმცა, უკვე მოთქვამენ რუსი სამხედრო კრესპონდენტები. აი, რას წერენ ისინი:

“კიდევ ერთი შოკისმომგვრელი მარცხი ჩვენი სპეციალური სამსახურების მხრიდან. დუმილს აზრი აღარ აქვს — მტერმა ააფეთქა ლოკომოტივი, რომელსაც, ტანკები, ათეულობით ჯავშანმანქანა და სატრანსპორტო ტექნიკა გადაჰყავდა.

ერთ მომენტში, მოძრაობისას, მარცვლეულის სატრანსპორტო ვაგონებზე განთავსებული ღიობები გაიხსნა და იქიდან დრონები გამოფრინდა. სწორედ ამ დრონებმა განახორციელეს იერიში პლატფორმებზე განლაგებულ ტექნიკაზე.

გაუგებარია, ვის მოუვიდა თავში იდეა, სამხედრო ტექნიკა მარცვლეულის ვაგონებთან ერთად გაეგზავნათ. ასევე გაურკვეველია, როგორ შეძლო უკრაინის უშიშროების სამსახურმა დრონების იქ დამალვა.

პირველი დარტყმა ლოკომოტივზე განხორციელდა, რის გამოც მატარებელმა დაკარგა სიჩქარე და გაჩერდა. შედეგად, მტერმა ტექნიკის უმეტესი ნაწილი დაბრკოლების გარეშე გაანადგურა. ოპერაციას შიდა წრეებში უწოდებენ „ობობას ქსელი 2.0“.

ვიღაცამ ამაზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.”

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...