მთავარისიახლეებისახდეპის განკარგულებით, აშშ-ში სტუდენტური ვიზების გასაუბრებაზე ჩაწერები შეჩერდა

სახდეპის განკარგულებით, აშშ-ში სტუდენტური ვიზების გასაუბრებაზე ჩაწერები შეჩერდა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს უბრძანა, სტუდენტური ვიზებისთვის გასაუბრებაზე ჩაწერები შეწყვიტონ – ეს ავტომატურად ვიზების გაცემაზეც აისახება. მიზეზად აპლიკანტების სოციალურ მედიაში შემოწმების გაფართოება სახელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილ წერილში, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეჩერება იქამდე გაგრძელდება “სანამ დამატებითი მითითებები არ გამოიცემა”. წერილში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში სტუდენტური და გაცვლითი ვიზების შემოწმება გაძლიერდება, რასაც საელჩოებისა და საკონსულოებისთვის “მნიშვნელოვანი შედეგები” ექნება. ეს ხდება ტრამპის დაპირისპირების ფონზე ამერიკის ზოგიერთ ყველაზე ელიტარულ კოლეჯთან, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტად მემარცხენეა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს დაავალა, რომ დროებით შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი ვიზების გაცემის გასაუბრებაზე ახალი ჩაწერები. ძველი ჩაწერები ძალაში რჩება – ანუ ვისაც უკვე ჰქონდა ვიზის გასაუბრება დაგეგმილი, მათ შესაძლებლობა ექნებათ ვიზიტი ჩვეულებრივ განახორციელონ.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...