ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორე ამბობს, რომ ევროპარლამენტს “ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ სანქიების დაწესების მოთხოვნით მიმართავს – ამის შესახებ ევროდეპუტატმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნაჩო სანჩეს ამორეს თქმით, სანქციების დაწესებას, ისევე, როგორც ეს უკრაიანის შემთხვევაში მოხდა, ორი ქვეყანა ეწინააღმდეგება, თუმცა ეს საკითხი მოგვარებადია. მისი თქმით, თუ ვეტო დაძლეული მაინც ვერ იქნა, მაშინ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების სანქციების დაწესებაზე ინდივიდუალურად იმუშავებენ.
სანქციების დაწესებას მხოლოდ 2 ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ერთმა ქვეყანამ ევროკომისიის შეთავაზებას ვეტო დაადო, ისე როგორც ეს, უკრაინის შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანობას მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ მომავალში ვეტოს საკითხი გადაიხედებ, რადგან ნებისმიერმა ევროპულმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს მკაფიო ევროპულ გზას. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, დავასრულოთ მხარდაჭერის რუკა, მათ შორის, იმ ქვეყნებთან, ვინც გადაწყვიტა, რომ ვეტო დაედო. მეორე მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკაშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ ორმხრივი სანქციები. ეს შესაძლებლობები ღიაა, ამიტომ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ მომდევნო თვეების განმალობაში იმუშაონ საბჭოს ფორმატში, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში ისე დასრულდა, რომ დელეგაციის წევრები “ქართულ ოცნებას” არ შეხვედრიან. 2 დღიანი ვიზიტის დროს ევროდელეგატები “წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებს და სინდისის პატიმრების მშობლებს შეხვდნენ, რომელთაც ქვეყანაშ არსებული ვითარეის შესახებ ესაუბრნენ.
ევროპარლამენტიდან თბილისში ადამიანი უფლებების ქვეკომიტეტის წევრი დეპუტატები 26 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციას რასა იუნკევიჩიანე ხელმძღვანელობს.
ცნობილია, რომ ევროპარლამენტი ახლა ყოვეწლიური შეფასების დოკუმენტზე მუშაობს. ეს საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიშია, სადაც ყველა მიმდინარე მოვლენა მოხვდება. აქვე ჩაემატება ოპოზიციონერი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ქეისიც.
დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ უკვე ევროპარლამენტი დოკუმენტს კენჭს უყრის.