მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა" - რა გაარკვია ბორის...

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

Published on

20 მაისს “დაფიონის” მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ბორის ჩელე ყურუამ გაარკვია, რომ ის ნამდვილად ერთ-ერთმა პოლიტპატიმარმა დაწერა, ხოლო ხელმომწერები გაეცნენ და მოიწონეს. 

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა რომ წერილი მან დაწერა.
საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი.;
14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა:
ვეფხია კასრაძემ
ვასილ კაძელაშვილმა
გიორგი გორგაძემ
ირაკლი მიმინოშვილმა
ინსაფ ალიევმა (უთარგმნეს რუსულად)
თორნიკე გოშაძემ
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11 კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა.
ჩემი მიზქნი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით.კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება”. – წერს ბორის ჩელე ყურუა.
20 მაისს მოძრაობა “დაფიონმა” რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა. სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ:
“ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას”.
წერილს მალევე გამოეხმაურნენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი, ონისე ცხადაძის ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა – “სიმართლე ხვალ დილით გაირკვევა, როცა პატიმრები დარეკავენ, მაგრამ ამჟამად უტყუარი სიმართლე ისაა, რომ არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ ვიცოდით ამ წერილზე”.
მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ირაკლი ქერაშვილის დამაც.
უმეტესწილად უარყოფითი გამოხმაურებების გამო მოძრაობა “დაფიონმა” აღნიშნიული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა. 
წერილის გამოქვეყნებას ვნებათაღელვა მოჰყვა არამარტო მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს მხარდამჭერებში. საპროტესტო განწყობის მქონე ბევრმა აქტივისტმა, რომლებიც არ არიან აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, განაცხადეს, რომ საპროტესტო ბანერების მონოპოლიზება დაუშვებელია და პატიმრების წერილი “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. 

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...