მთავარისიახლეებიზელენსკის სტამბოლის მოლაპარაკებების ანგარიში წარუდგინეს

ზელენსკის სტამბოლის მოლაპარაკებების ანგარიში წარუდგინეს

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, თურქეთში, რუსულ მხარესთან გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებების შესახებ ანგარიში პრეზიდენტ ზელენსკის წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, შეხვედრის ყველაზე დიდ მიღწევად სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმება სახელდება [1000-1000-ზე ფორმატით]

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა გაცვლის დეტალებზე.

“რუსტემ უმეროვმა, როგორც თურქეთში დელეგაციის ხელმძღვანელმა, წარმოადგინა ანგარიში რუსებთან საუბრის კონკრეტული დეტალების შესახებ. უკრაინულმა დელეგაციამ მოახერხა საუბრის ღირსეულ ჩარჩოებში წარმართვა. რუსეთის მუქარის ყველა მცდელობა უარყოფილი იქნა.

უკრაინა დაჟინებით ითხოვს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებისა და დიპლომატიისათვის საჭირო საფუძვლის შესაქმნელად. ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და გაგრძელების შესაძლებლობით. პარტნიორებთან შეთანხმებული ჩვენი შეთავაზება 30 დღეა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საკვანძო საკითხების გადასაჭრელად. უკრაინას არ ეშინია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ომი არ გააჭიანუროს” ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მოლაპარაკებები სტამბოლში გასულ კვირას, 16 მაისს გაიმართა.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...