მთავარისიახლეებისენაკის მერმა თავისი ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები...

სენაკის მერმა თავისი ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოაგებინა – TI

Published on

სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა” ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ, სენაკის მერიისგან 32,248,784 ლარის ღირებულების 17 ტენდერი მოიგო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევით, აქედან 14 ტენდერში კომპანიას საერთოდ არ ჰყოლია კონკურენტი, ხოლო 3 შემთხვევაში მისი ერთადერთი კონკურენტი შპს “ინდიკო” იყო, რომლის მფლობელიც მერის ბიძაშვილი, იოსებ გადელიაა.

“ბოლო 3,496,606 ლარის ღირებულების ერთი ტენდერი სს “არქეოპოლისმა” 2025 წლის მაისში მოიგო.

რაც შეეხება შპს “ინდიკოს” – გადელიას მერად არჩევის შემდეგ ამ კომპანიამ 5,845,170 ლარის ღირებულების 3 ტენდერში გაიმარჯვა.

“აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც იყო სს “არქეოპოლისის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო მისი მოადგილე, ნანა ზარანდია, ამ კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ამ კავშირებზე წარსულშიც არაერთხელ დავწერეთ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვერ (ან არ) აღმოაჩინა მასში კორუფციის შესაძლო ნიშნები.

სწორედ ზემოაღნიშნული კავშირები, კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობა და ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები აჩენს კითხვებს კორუფციასთან, შესყიდვების სამართლიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სენაკის მერიის ტენდერები წარმოაჩენს სისტემურ პრობლემებს, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. ” აცხადებს TI.

სიახლეები

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა...

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა,...