მთავარისიახლეებიმსოფლიორა უთხრა ტრამპმა პუტინს და პირიქით - ვლადიმირ პუტინის ვერსია

რა უთხრა ტრამპმა პუტინს და პირიქით – ვლადიმირ პუტინის ვერსია

Published on

ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველი განცხადება ვლ. პუტინმა გააკეთა

მისი თქმით, საუბარი დონალდ ტრამპთან შინაარსიანი, გულახდილი და ძალზე სასარგებლო იყო. პუტინმა აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა ტრამპს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მოსაგვარებლად აშშ-ის ჩართულობისთვის და მოლაპარაკაბეის განახლებისთვის.

რუსი დიქტატორის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს მშვიდობის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავებას. მისი განცხადებით, ტრამპმა საუბარში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

პუტინის თქმით, კრემლი მზადაა უკრაინასთან გააფორმოს მემორანდუმი, რაც ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, სხვადასხვა დეტალებს ითვალისწინებს, თუმცა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა მიაღწიოს კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც ხელს აძლევს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას. 

პუტინმა დადებითად შეაფასა მოლაპარაკების განახლება და განაცხადა, რომ “მხარეები სწორ გზაზე დგანან”. 

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...