მთავარისიახლეებიმედია-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

მედია-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

Published on

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 14 მაის მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.

სანქციების ახალ პაკეტს ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

გამოცემის ინფორმაციით, პაკეტის ფარგლებში იგეგმება სამართლებრივი ბერკეტების შექმნა პროპაგანდისტული მედიისა და იმ ხომალდებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც წყალქვეშა კაბელების, აეროპორტებისა თუ სერვერების წინააღმდეგ დივერსიაში მონაწილეობენ.

სანქციები ასევე კრძალავს ევროკავშირში წარმოებული ისეთი ქიმიური ნივთიერებების ექსპორტს, რომლებიც შესაძლოა რაკეტების წარმოებაში გამოიყენონ.

“ტრადიციული სექტორალური და პერსონალური სანქციების პარალელურად, ჩვენ ვაფართოებთ და უფრო აქტიურად ვიყენებთ სხვა ტიპის სანქციებს იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს იქ, სადაც საფრთხეს ვხედავთ ან სადაც არსებული სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ”. – აცხადებს წყარო გამოცემასთან საუბარში.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...