მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეჩერდით! - გვარამია "ოცნების" მართულ სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მიმართავს

შეჩერდით! – გვარამია “ოცნების” მართულ სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მიმართავს

Published on

კოალიცია “ცვლილებისთის” ლიდერი ნიკა გვარამია საქართელოს მოსახლეობას მეგობარი აქტის მიღებას ულოცავს და “ქართულ ოცნებას” მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მოუწოდებს, გონს მოეგონ და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. მისი თქმით, ამ ბრძოლაში არა ქართველი ხალხი, არამედ სწორედ “ქართული ოცნება” დამარცხდება.

მინდა, მივულოცო საქართველოს დემოკრატიას და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილობას, ასე ვთქვათ, უჭერს მხარს. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ორპარტიული, შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ MEGOBARI აქტი იყოს მიღებული.

მე დავიწყებ მიმართვას ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის.

საქართველოს გზა არის დემოკრატია. ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს და უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დარჩა ორი ნაბიჯი, რომელიც, როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა, უდიდესი უმრავლესობით, შესაბამისად, საქართველო შეფასებულია, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს. მაგრამ, ქართველი ხალხიშეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომ ჰქვია ამ აქტს – მეგობარი ხალხი.

მივმართავ ყველას, მათ შორის, საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს: შეჩერდით! ემსახურეთ ქართველ ხალხს, თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები. შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ამაზე მოგვიწოდებს ყველა და ქართველი ხალხი არ დამარცხდება ამ ბრძოლაში, თქვენ, შეიძლება დამარცხდეთ პირადად, თითოეული თქვენგანი. ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, მიიღეთ მონაწილეობა, ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში, – განაცხადა გვარამიამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან – 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...