მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმედი გვაქვს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას - ლევან...

იმედი გვაქვს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას – ლევან მახარაშვილი

Published on

“ქართული ოცნება” აშშ-ზე გაბრაზებულია. ივანიშვილის გუნდში “მეგობარ აქტს” პროვოკაციულ რეზოლუციად მოიხსენიებენ და იმედოვნებენ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპი ხელს არ მოაწერს.

არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მეგობარი აქტის მიღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ივანიშვილის დეპუტატი ისევ დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობს და იმედს იტოვებს, რომ ტრამპი არაფორმალურ ძალებთან ბრძოლაშ გაიმარჯვებს.

თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი, იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში დაამარცხოს ე.წ. დიფ სთეითი.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ისე შეიძლება, მოხდეს, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებთაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება. თეორიულად, დავუშვათ, მოაწერა ხელი ტრამპმა – ამ შემთხვევაშიც როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას ტრამპს და ახალ ადმინისტრაციას ექნება მანევრირების უფლება, თავად გადაწყვიტოს, აღასრულოს მისი ცალკეული ნაწილები, სრულად აღასრულოს თუ საერთოდ არ აღასრულოს, – ამბობს ლევან მახაშვილი.

ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “მეგობარს აქტს” “მტრულ აქტს” უწოდებს. არალეგტიმური პარლამენტის წევრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონად ვერ იქცევა.

პარლამენტში მაღალი მაჩვენებელი აქვს იმ სამარცხვინო რეზოლუციებს, რომლებსაც იღებენ ხოლმე და იგივე შეგვიძლია ვთქვათ კონგრესთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ, ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, გრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპს. ისა საკუთარი საარჩევნო დაპირება, რასაც დიფ სთეითის დამარცხება ჰქვია, სრულად შეასრულოს.

რა თქმა უნდა, ამას მეგობრობასთან არაფერი კავშირი აქვს. ეს შეიძლება, მტრობადაც კი ჩაითვალოს. ის ბედნიერი სახეები, რაც ოპოზიციას აქვს დილიდან, ეს ერთი სიხარული შეიძლება, ჩაითვალოს, – ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე.

349 მომხრე, 42- წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

სიახლეები

ერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამეგრელო კიდევ ერთხელ ერთსულოვნად შეუერთდება ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებულ ეროვნულ...

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია. როგორც საელჩო გავრცელებულ განცხადებაში წერს, კოალიცია...

ენმ-ის წარმომადგენლები EU-ს ელჩს ხვდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს...

დონალდ ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. აშშ-ის...