მთავარისიახლეებისაზოგადოება4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან შსს-მდე ერთობის მარში გაიმართება

4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან შსს-მდე ერთობის მარში გაიმართება

Published on

კვირას, 4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე (შუშები) ერთობის მარში გაიმართება.

მარშის მოთხოვნაა – “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა”.

“ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის მტკიცედ.

4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ. ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა!”, – წერია ღონისძიების ანონსში.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...