მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ ავსებენ ბიუჯეტს მაკონტროლებელი ორგანოები დაქირავებული მოხუცების მეშვეობით - სკანდალური ფაქტი თბილისში

როგორ ავსებენ ბიუჯეტს მაკონტროლებელი ორგანოები დაქირავებული მოხუცების მეშვეობით – სკანდალური ფაქტი თბილისში

Published on

მოქალაქე სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ამხელს და ჰყვება იმ ფაქტის შესახებ, რისი თვითმხილველიც თავად გახდა. სხვათა შორის, “ფეისბუქზე” ამ ფაქტის აღწერა, მით უმეტეს, პრესაში გამოქვეყნება, საკმარისია გამოძიების დასაწყებად, მაგრამ ასე მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვემოთ მოყვანილი ფაქტის გამო გამოძიება დაწყებული არ არის.

ირაკლი ღოღობერიძის სტატუსი:

“გაგიჟება შეიძლება, ისეთ რამეებს აკეთებენ. ჩემი თვალით რომ არ მენახა არც დავიჯერებდი… ჩემი სახლის გვერდით, ხორცეულის პატარა მაღაზიაა. ყოველთვის ხარისხიანი პროდუქცია აქვთ . ახალგაზრდა ბიჭია გამყიდველი. დღეს ხორცი უნდა მეყიდა და სადღაც ასე 80 წლამდე , შავებში ჩაცმული ბებო შემოვიდა მაღაზიაში. ხელში პარკში ჩადებული ერთ კილომდე ხორცის ძვლიანი ნაჭერი ეჭირა. გამყიდველ ბიჭს სთხოვა : – სადაც ვიყიდე, იქ დამავიწყდა და ძალიან გთხოვ, იქნებ შენ დამიჩეხო, შენ შემოგევლე. წესით ჩემი რიგი იყო, ჯერ მე უნდა მეყიდა ხორცი, მაგრამ შემეცოდა ბებო და გამყიდველს ვუთხარი : – მოდი, ჯერ ქალბატონს მოემსახურე!..

გამყიდველმაც გამოართვა ხორცი და ის იყო ნაჯახი დაარტყა, რომ მაღაზიაში სამი ტიპი შემოვარდა , რაღაც მაკონტროლებელი ორგანიზაციიდან. ატეხეს ერთი ამბავი – რა ხორცს ჩეხავო. ბებომაც უპასუხა, მე შემოვიტანე დასაჩეხად, ბაზარში ნაყიდი და დაჩეხვა ვთხოვეო. თურმე ასე შეტანილი ხორცის დაჩეხვის უფლება მაღაზიას არ აქვს… დააჯარიმეს გამყიდველი ბიჭი 1000 ლარით. გარეთ რომ გამოვედი, ჩემი თვალით დავინახე როგორ ჩაუჯდა ის ბებერი ჩათლახი იმ ტიპებს მანქანაში… მოსყიდული ჰყავდათ ბებრუცუნა”, – წერს ირაკლი ღოღობერიძე.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...