მთავარიUncategorizedექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება - პასუხისმგებელი რუსული...

ექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება – პასუხისმგებელი რუსული ოცნებაა

Published on

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ განაპირობოს.

ბოჭორიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ყოველწლიურად ევროპაში სამკურნალოდ 7-დან 10 ათასამდე პაციენტი ჩადის, სწორედ ამიტომ, მისივე შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება.

ექიმი 18 აპრილს, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ბევრი მძიმე პაციენტისთვის უვიზო მიმოსვლა ღვთიური მანანაა”.

მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7-დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური – და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა, ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს.

[…] ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში – ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.

ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100%-ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება.

ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს, ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე – 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს, ეგ ვიცი”. – წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. “ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმაც.

სიახლეები

საქართველოში დემოკრატია სუსტდება, სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა და ევროპიდან- რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ-ზურაბიშვილი

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა...

NGO-ები: რუსული კანონების აღსრულება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა უწყებამ სასამართლოს მეშვეობით რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. კერძოდ, 17...

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება

18 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. განხილვის მთავარი საკითხი ბათუმელებისა...

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...