მთავარისიახლეებირუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის...

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

Published on

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა: ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა შეწყდეს. სახელმწიფო მდივნის ნატოში ბოლო ვიზიტის დროს, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად თქვა, რომ რამდენიმე კვირაში გავიგებთ, სერიოზულად აპირებდა თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულებას. ახლა კი ცივილიზებული სამყარო ელოდებ პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი.

ამ მიზნით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ელჩი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კეიტ კელოგი დღეს პარიზში იმყოფებიან მკაფიო მოტივით: იპოვონ გზა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად. ვიზიტის მიზანი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან, არის საერთო ინტერესების ხელშეწყობა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა.”- განაცხადა ტემი ბრიუსიმ

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...