მთავარისიახლეებისაქართველოში 230 000 ლარის კონტრაბანდის შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოში 230 000 ლარის კონტრაბანდის შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, გადაცლილ იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით”, – წერია ინფორმაციაში.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...