მთავარისიახლეებისამართალი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის - Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს

სამართალი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის – Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს

Published on

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც გამოცემების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობას მოითხოვს.

Amnesty International-ი წერილში აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა, სადაც ორჯერ დააკავეს. ორგანიზაციის განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვიდეოებში, სადაც პოლიციის მიერ მომიტინგეების უფლებების მრავალი დარღვევაა ასახული, ჩანს რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მიმართ აშკარა და სექსუალურ მუქარას გამოთქვამს.

“მზია ამაღლობელის დაკავებისას, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობისა და სასამართლო პროცესის დეტალები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი სისხლისსამართლებრივი დევნის სავარაუდო მოტივაციასთან დაკავშირებით და პოლიციის მიერ აშკარა დაუსჯელობასთან შედარებით, აჩვენებს მის და სხვა მომიტინგეების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოში, სისხლის სამართლის სისტემის მიერ. მისი საქმე ასევე ხაზს უსვამს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, განსხვავებული აზრის ჩახშობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებით სარგებლობენ. პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების, განსაკუთრებით კი ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა აშკარა მცდელობაა მისი, როგორც ქალის, დამცირებისა და დაშინების. მის მიმართ მოპყრობა არ არის იზოლირებული ინციდენტი, არამედ ასახავს უფრო ფართო სქემას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალები, რომლებიც ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, დამატებითი მტრული და შეურაცხმყოფელი ქმედებების სამიზნე ხდებიან,” – წერია წერილში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც “პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს.

მან საპატიმროში 38 დღე იშიმშილა.

წერილის სრული ვერსია იხილეთ აქ: amnesty.org

წერილი 14 აპრილით თარიღდება.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...