მთავარისიახლეებისაზოგადოებაგახარიამ შეთანხმება დაარღვია - თაზო დათუნაშვილი

გახარიამ შეთანხმება დაარღვია – თაზო დათუნაშვილი

Published on

ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას მეხუთე პრეზიდენტთან ერთად მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ოთხმა მთავარმა პარტიამ ზურაბიშვლთან ერთად პირობა დადო, რომ არ მივდინოდნენ წულუკიანის კომისიაზე და ლეგიტიმაციას არალეგიტიმურ პარლამენტს არ მისცემდნენ. ოთხიდან სამმა პირობა შეასრულა, რაც ლიდერებს ბრალის წარდგენის ფასი დაუჯდათ.
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ახლა გახარიას გუნდს ახსნა-განმარტება აქვს მსიაცემი საზოგადოებისთვის, თუ რატომ დაარღვია შეთანხმება და რატომ გამოცხადდა არალეგიტიმურ პარლამენტში.

ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით აწი, როდესაც რაღაცაზე ხელს ჩამოვართმევთ მის გუნდს – ამბობს დათუნაშვილი და აცხადებს, რომ გახარიამ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე მისვლით საკუთარი სახელი დააზიანა.

როდესაც ერთის მხრივ ამბობ პარლამენტზე, რომ ის არ არის ლეგიტიმური, მაგრამ იქიდან არ გამოდიხარ, როდესაც ამბობ, რომ ეს კომისია არაფერს არ აკეთებს, მისი საქმიანობობა ფუჭია და ამ კომისიაზე მიდიხარ და იღებ მონაწილეობას. როდესაც არღვევ ისედაც რთულად მისაღწევ პოლიტიკურ შეთანხმებას ამ ქვეყანაში ოპოზიციურ სპექტრთან, ამას აკეთებ და თან ამაზე არავის არ აფრთხილებ, ეს არის კარგი პოლიტიკური მიდგომები და არ არის სწორი პოლიტიკური სვლა. ამითი ვერც ვერაფერი ვერ მოიგო, ვერც თავის პარტიას მოუტანა რამე, ოღონდ დააზიანა თავის სახელი, როგორც პოლიტიკური პარტნიორის, ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით აწი, როდესაც რაღაცაზე ხელს ჩამოვართმევთ მის გუნდს, ამიტომ, ეს შეთანხმება რატო გადათქვი, ამაზე ახსნა-განმარტება აქვს მისაცემი საზოგადოებისთვის გახარიას გუნდს”. – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

ცნობისთვის, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

სიახლეები

რუსეთი სომხეთს დაემუქრა, რომ თუ EU-სთან დაახლოებას გააგრძელებს, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ...

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...