მთავარისიახლეებივთქვით, რომ არ ვუშვებდით ქვეყანაში; ატყდა რეკვები...პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა და ეს...

ვთქვით, რომ არ ვუშვებდით ქვეყანაში; ატყდა რეკვები…პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა და ეს იყო კობახიძე – გახარია გავრილოვზე

Published on

გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი – განაცხადა წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე.

მისი განცხადებით, იყო დაახლოებით 10-12 კაციანი სია, რომლის ქვეყანაში შემოშვებაზე შსს და სუს-ი უარს ამბობდა, თუმცა გახარიას თქმითვე, პარლამენტიდან “ატყდა რეკვები”:

“როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შსს-ში შემოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შსს-მ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე – იყო დაახლოებით 10-12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი [ოკუპაციის შესახებ] დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე… ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?… ამის შემდგომ, იქამდე იყო შეთანხმება მისული, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაგრამ მაინც, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მერე თქვეს, რომ მას ჰყავდა მოადგილე [გავრილოვს], პრეზიდენტი იყო ეს კაცი , რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციის. ამის შემდგომ, მოხდა ის, რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა და არავინ, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე, და შემდგომ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო, ვერავის ვერ დავურეკავდი და ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტიპი, ხაზზე ვერ ვიპოვეთ” აღნიშნა გახარიამ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...