მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირს, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...