მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

Published on

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი – ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება. პროტესტის ერთი წლის თავზე, შრომით ემიგრაციაში წასული მოქალაქეები ევროპული ქალაქების ქუჩებში გასვლით კიდევ ერთხელ მოითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

რეჟიმმა საქართველოს კურსი ღიად შემოაბრუნა რუსეთისკენ და ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი ნახტომებით მიუახლოვდა მას. ჩვენ ამას არ შევეგუეთ და პირველივე დღიდან ვაპროტესტებდით “ოცნების” მიერ გადადგმულ მოღალატეობრივ ნაბიჯებს. მოვითხოვთ დასავლეთისგანდ ა კერძოდ, გერმანიის მთავრობისგან მკაცრ სანქციებს მოძალადე პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინ რეჟიმს თავს უხრიან, დანაშაულს სჩადიან და ამით საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან. სანქციები პირადა უნდა შეეხოთ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, არამედ “ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს და მათ ოჯახის წევრებს, – ამბობს ანა ხელაია.

28 ნოემბერს 1 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე. რა თქმა უნდა, პრაღაც არ იქნება გამონაკლისი და უერთდება ამ კამპანიას და გვინდა, რომ ემიგრანტებმა კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი და საქართველოს არჩევანი არის ევროპა და არანაირად არ ვიზიარებთ “ქართული ოცნების” ნარატივს, – ამბობს კიდევ ერთი ემიგრანტი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...