მთავარისიახლეები"რა საფრთხეებს შეიცავს "ოცნების" მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე" - საიას კვლევა

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო ცვლილება გააანალიზა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია პრევენციულად, მხოლოდ მისი ვარაუდის საფუძველზე, დააკავოს მოქალაქე.

რამდენად შეესაბამება ეს ცვლილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას?
რა საფრთხეებს შეიცავს ეს ცვლილება?
შეიძლება თუ არა მოქალაქის დაკავება კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის გარეშე?
როგორც საიას მიერ გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლში პრევენციული დაკავების უფლებამოსილების გაჩენის იზოლირებულმა ცვლილებამ წარმოშვა კომპლექსური საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე არც კანონმდებლობით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის გადაწყვეტილი.

საიაში ამბობენ, რომ “ამ საკანონმდებლო ცვლილებამ გააჩინა განჭვრეტადობის პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ უცნობია, რა ეტაპზე ჩნდება პირის პრევენციული დაკავების უფლებამოსილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ სურვილის საჯაროდ ან პირად სივრცეში გამოხატვიდან, თუ იმ მომენტიდან, როცა ადამიანი კონკრეტული ქმედებით მოამზადებს ან შეეცდება სამართალდარღვევის ჩადენას”.

“ასევე, გაურკვეველია, პოლიციას მხოლოდ იმის უფლება აქვს, პრევენციულად დააკავოს პირი, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის დაკისრებიდან ერთი წელი არ არის გასული, თუ შეუძლია ნებისმიერი ისეთი ადამიანის დაკავება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის დაკისრებიდან გასული პერიოდის მიუხედავად. პრევენციული დაკავება არ ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების მყისიერი საფრთხე.

ამასთანავე, პოლიციას აქვს ადამიანის პრევენციული დაკავების შესაძლებლობა ისე, რომ მას არ ეკისრება იმ კონკრეტულ და სპეციფიკურ სამართალდარღვევაზე მითითების ვალდებულება, რომლის ჩადენის პრევენციისთვისაც პირს აკავებს. სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციისგან არ ითხოვს, მიუთითოს ადგილი და დრო, სადაც შეიძლებოდა სამართალდარღვევა მომხდარიყო, ან დაასახელოს ამ სამართალდარღვევის პოტენციური დაზარალებული. პრევენციული დაკავების შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციული დაკავების ზოგადი ვადები: ერთი დღე-ღამიდან ორ დღე-ღამემდე პერიოდი, მაშინ, როცა სასამართლო კონტროლის გარეშე პრევენციული დაკავება დღე-ღამის კი არა, რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა დასრულდეს – იმ მყისიერი საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას განაპირობებს. კანონმდებლობა ადგენს პრევენციული დაკავების, როგორც ultima ratio საშუალების გამოყენების ვალდებულებას, თუმცა პრაქტიკაში აუცილებელია ამ მოთხოვნის ზედმიწევნით დაცვა”, – წერია კვლევაში.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის წარმომადგენელი ამ კვირაში მოსკოვს ეწვევა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ამ კვირაში, უკრაინაში...