მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიტანას ნაუსედა - უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს

გიტანას ნაუსედა – უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს

Published on

არ არის საჭირო ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა მაშინ, როცა უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვა და ხანგრძლივი დისკუსიების გამართვა მკაფიო შედეგის გარეშე“, – აღნიშნა ნაუსედამ.

მისი თქმით, საჭიროა მოქნილი მიდგომა ფისკალური დეფიციტის წესებში თავდაცვის ხარჯების მიმართ და მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოების შესახებ მაკრონის იდეის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ნაუსედამ უპასუხა: „ნამდვილად, ძალიან სერიოზული შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მიმართ“.

ამასთან, ნაუსედას თქმით, საჭიროა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პირობითი თარიღის განსაზღვრა. მისი განმარტებით, ეს არ იქნება სამართლებრივი განსაზღვრა, მაგრამ იქნება პოლიტიკური ვალდებულება უკრაინის მიმართ გაწევრიანების „გზის დასახვით და მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების გაგზავნით“.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...