მთავარისიახლეებისაზოგადოებამარკო რუბიო ზელენსკისგან ბოდიშს ითხოვს

მარკო რუბიო ზელენსკისგან ბოდიშს ითხოვს

Published on

მარკო რუბიო ზელენსკის ბოდიშს ელოდება – ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ოვალური კაბინეტის ისტორიული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტის ფიასკოა.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლი ამბობს, რომ ზელენსკის ბოდიში იმის გამო აქვს მოსახდელი, რომ ტრამპს და მის მინისტრებს დრო ფუჭად დააკარგვინა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს პრესკონფერენციის ფიასკოდ ქცევაში. არ არსებობდა არანაირი საჭიროება, რომ ის იქ წასულიყო და ანტაგონისტი გამხდარიყო. [..]

ათასობით ადამიანია დაღუპული, ათასობით. ის ლაპარაკობს ამ საზარელი რაღაცების შესახებ, რაც ომის პატიმრებსა და ბავშვებს დაემართათ. ყველაფერი მართალია, ყველაფერი ცუდია, მაგრამ ეს არის რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვცდილობთ, დასასრულს მივიყვანოთ ის”, – თქვა რუბიომ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...