მთავარისიახლეები"FARA"-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

“FARA”-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

Published on

“ოცნების” მიერ დარეგისტრირებული “FARA”-ს კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა ან გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე აიტვირთა, არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.

“ოცნებამ” კანონპროექტში გამოიყენა სიტყვა აგენტი, რომელიც რუსული კანონის მიღებისას კანონპროექტის ტექსტიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “FARA”-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...