მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია – უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.ტ., 2001 წელს დაბადებული ა.ღ., 1994 წელს დაბადებული დ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული კ.ჭ., 1998 წელს დაბადებული შ.ა. და 1998 წელს დაბადებული კ.ჭ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ა.შ., 1982 წელს დაბადებული ზ.პ., 2001 წელს დაბადებული ო.ს., 2000 წელს დაბადებული მ.გ. და 1999 წელს დაბადებული ი.ო.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული ლ.ლ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1994 წელს დაბადებული ა.ზ., 1991 წელს დაბადებული ნ.გ., 1980 წელს დაბადებული რ.ბ. და 1985 წელს დაბადებული ა.ვ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული გ.ს., 2004 წელს დაბადებული ს.ს., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1997 წელს დაბადებული მ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ო.ფ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...