მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს - ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

Published on

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

ფული ბანკებში გაუყინეს “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებსაც, ასევე შპს-ს წილი დაუყადაღეს ბურჭულაძის ნათესავსაც.

ასეევ დღეს პროკურორმა განაცხადა, რომ დაყადაღებულია ესპენეთის სახლიც, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის, ნინო მხეიძის სახელზეა.

დაყადაღებულია ქონება, დაყადაღებულია ანგარიშები, არა მარტო მშობლებსი, არამედ ბებიის, მისი მეუღლის მშობლების საპენსიო ანგარიშებიც. მე ვიცნობ მისი მეუღლის მამას, ძალიან კარგი კაცია, მაგრამ დღეს ჯანმრთელობის პრობლმები აქვს და დღეს პენსიასაც ვერ იღებს. ეს დაყადაღებულია გასული წლის აგვისტოდან, როცა ბატონი ჯუანშერი ჯერ ბრალდებულის სახითაც არ იყო ჯერ. მაშინ ჩვენს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მაგრამ შედეგი დღემდე არის იგივე. ანუ ეს ხალხი ამ პენსიასაც ვერ იღებს. ჩვენ რომ გავასაჩივრეთ, მის ნათესავს ერთ-ერთ შპს-ში წილი დაუყადაღეს. რა კავშირშია საქმესთან, საერთოდ გაუგებარია, მაგრამ შუამდგომლობაშიც და განჩნებაც ეწერა, დაყადაღდეს 100%-იანი წილიო, მაგრამ 100%-იანი წილი საერთოდ არ აქვს. რომ გავასაჩივრეთ, ზედმგომმა ინსტანციამ მხოლოდ ეს მომენტი გაასწორა, უი ბოდიში ასი კი არა 50 პროენტიანი წილი ჰქონიაო”, – აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...