მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

ზელენსკი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

Published on

ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოდით ვიყოთ გულახდილები: არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვას „არა“ ევროპის საკითხებზე, საკითხებზე, რომლებიც ევროპას საფრთხეს უქმნის. მჯერა, დადგა დრო, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. მტრის შეტევას მხოლოდ ფული ვერ შეაჩერებს. საქმე მხოლოდ ბიუჯეტს არ ეხება, არამედ, ადამიანების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი სახლები უნდა დაიცვან. ამ მხრივ, უკრაინას ევროპის დახმარება შეუძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა ევროპის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში მოხდეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გარეშე ევროპული არმია რუსეთს ვერ შეაჩერებს. ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...